მეთიუ ბუსკე - „ახალგაზრდობის სააგენტოს“ საქმიანობამ ინსპირაცია მისცა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც

„ახალგაზრდობის სააგენტოს“ საქმიანობამ, ინსპირაცია მისცა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) საქართველოსა და მოლდოვის განყოფილების ხელმძღვანელმა მეთიუ ბუსკე, ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში გამართულ მეოთხე საკოორდინაციო შეხვედრაზე, განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდობის სააგენტოდან“ აცნობეს, მეთიუ ბუსკე სააგენტოს მუშაობას დადებითად აფასებს.

„გვიხარია, რომ ახალგაზრდობის სააგენტო წარმატებით საქმიანობს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ვაკვირდებით მათ მუშაობას, განსაკუთრებით ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავების პროცესს, როგორც თბილისიდან ისე ბრიუსელიდან. „ახალგაზრდობის სააგენტოს“ საქმიანობამ, ინსპირაცია მისცა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც“, - განაცხადა მეთიუ ბუსკემ.

მათივე ცნობით, შეხვედრას „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი ესწრებოდა, რომელმაც თავის მხრივ, სააგენტოს რეფორმებზე და 8 ძირეული მიმართულების შუალედურ შედეგებზე ისაუბრა ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნის პროცესში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა