ანრი ოხანაშვილი - კომისიაში გამოკითხვაზე მოსვლა მათ ნებაზე არაა დამოკიდებული - თუ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტები აქვთ, დადონ

თუკი ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტები აქვს, დადონ და საზოგადოებას საჯაროდ აჩვენონ - იმას ვერ ამბობენ, რომ ფაქტები არა აქვთ და ცდილობენ, ეს სხვანაირად შეფუთონ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ამასთან, ოხანაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა სავალდებულოა და არავის აქვს უფლება, კომისიაში მისვლაზე უარი თქვას, რადგან ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

"თუ ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობდნენ, რომ თითქოს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, მაშინ ეს ფაქტები დროებით საგამოძიებო კომისიაში წარადგინონ, სადაც თავად მოუწევთ პროცესებში აქტიური ჩართვა. თუ ფაქტები აქვთ, წარადგინონ და საზოგადოებას აჩვენონ, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები, რასაც თავად ამბობენ. თუ ახლა იმას ამბობენ, რომ მონაწილეობა არ სურთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტები არ ჰქონიათ და მხოლოდ თავიანთი სუბიექტური დღის წესრიგით ცდილობდნენ, განწყობა შექმნან, თითქოს, არჩევნები გაყალბდა. კომისიაში გამოკითხვაზე მოსვლა მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული, მათ მოუწევთ, კომისიის წინაშე მოსვლა და ფაქტების წარდგენა, თუ აქვთ. არავინ დაავალდებულებთ, კონკრეტული ფაქტი მოიტანონ, მაგრამ თუ ჰქონდათ, პასუხის გაცემა მოუწევთ, რა ფაქტებზე საუბრობდნენ. თუ ეს ფაქტები არ ჰქონდათ, საზოგადოება ნახავს. რეგლამენტის სავალდებულო მოთხოვნაა, რომ როცა პირს კომისია იბარებს, მივიდეს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიას არც არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ დოკუმენტებს გადასცემენ და დაბარების შემთხვევაში, არც კომისიის სხდომებზე მივლენ.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ მივალთ, გამომდინარე იქიდან, რომ ფარსი იქნება ეს კომისია , - ასე უპასუხა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ კითხვას, მივლენ თუ არა ისინი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე, იმ შემთხვევაში თუ დაიბარებენ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც პარლამენტში მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა