ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიაზე - ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე, ამბობს, რომ არ ვემორჩილები კანონს, არ მაინტერესებს საქართველო და მისი კანონი

ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე, ამბობს, რომ არ ვემორჩილები კანონს, არ მაინტერესებს საქართველო და მისი კანონი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ნიკა მელიას მხრიდან კანონის აღსრულების ვალდებულებაზე, რაც გირაოს გადახდას ეხება.

მისი თქმით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება შეუმსუბუქა, რაც სხვადასხვა ფორმით იყო გამოხატული.

“ჯერ გირაო დაეკისრა და შემდეგ სამაჯურის გაკეთება დაევალა, მერე მან სამაჯური საჯაროდ მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ უკიდურეს ზომას მაინც არ მიმართა, საგამოძიებო საპროცესო კოდექსით არსებული ნორმა გამოიყენა და კვლავ გირაო შეუფარდა. ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე, რომელიც სახელმწიფო მმართველობის სისტემაში იყო, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებების აღმასრულებელი იყო, ამბობს, რომ არ ვემორჩილები კანონს, არ მაინტერესებს საქართველო და მისი კანონი, მისი სახელმწიფოებრიობაო, ეს უკვე მისი პასუხისმგებლობაა და არა იმ მოქალაქის, რომელიც ვალდებულია დაემორჩილოს კანონს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, არც პოლიტიკოსობა, არც თანამდებობა და არც ჟურნალისტობა არ არის იმუნიტეტი საერთო მოქალაქეობრივი ვალდებულებებისგან.

ქადაგიშვილის განმარტებით, მოუწევს თუ არა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის ხელმეორედ შეჩერება, ამ საკითხის განხილვა პარლამენტში მას შემდეგ მოხდება, თუ საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურა მიმართავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა