სერგი კაპანაძე - ევროკავშირის მოხსენებაში კარგად ჩანს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ზუსტად აცნობიერებენ იმას, თუ რა არის გამოსავალი არსებული პოლიტიკური კრიზისიდან

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ევროკავშირის ანგარიშს ეხმაურება.

მისი შეფასებით, ამ მოხსენებაში ჩანს, რომ ევროპელი პარტნიორები კარგად აცნობიერებენ იმას, თუ რა არის გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, შეთანხმება, რომელიც მოიცავს პოლიპატიმრების საკითხს, საარჩევნო რეფორმას და ახალ არჩევნებს, იქნება ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიზისს განმუხტავს.

„ევროკავშირის ამ მოხსენებაში ძალიან კარგად ჩანს ის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ზუსტად აცნობიერებენ იმას, თუ რა არის გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან, რომ უნდა მოხდეს დიდი შეთანხმება, რომელიც ამ კრიზისს განმუხტავს. ეს არის სწორედ ის, რაზეც „ევროპული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები მივუთითებთ და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, რომ ნაბიჯები გადმოდგას. დიდი შეთანხმება, რომელიც მოიცავს პოლიტიკური პატიმრების საკითხს, საარჩევნო რეფორმას და რაც მთავარია, რომელიც მოიცავს ახალ არჩევნებზე შეთანხმებას, იქნება ერთადერთი სწორი გზა, რომელიც განმუხტავს ამ ძალიან მძიმე კრიზისს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა