სერგეი ლავროვი - დასავლეთს სურს რუსეთი საკუთარი ინტერესების განვითარებისთვის ხელსაყრელ ტერიტორიად აქციოს

ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას სურს, რუსეთი, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში საკუთარი ინტერესების განვითარებისთვის ხელსაყრელ ტერიტორიად აქციოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რუსეთის ნებისმიერი მცდელობა, დარჩეს დამოუკიდებელი, თავად დაიცვას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკუთარი უფლებები და საერთაშორისო კანონი, უფრო მძაფრ წინააღმდეგობას აწყდება ჩვენი დასავლელი კოლეგებისგან, რომლებსაც სურთ, მორჩილებად გვაქციონ და გვაიძულონ, საერთო ადამიანური ღირებულებების უფრო საეჭვო ინტერპრეტაციებს დავთანხმდეთ, რომელიც რუსულ კულტურულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება. მათ სურთ, რუსეთი საკუთარი ინტერესების განვითარებისთვის ხელსაყრელ ტერიტორიად აქციონ,“- განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსმა დიპლომატებმა საკუთარი პოტენციალი, ცოდნა და გამოცდილება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შერჩეული საგარეო პოლიტიკის კურსის „სტაბილური და მდგრადი განხორციელებისათვის“ უნდა გამოიყენონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა