თავდაცვის ძალებში სპეცტექნიკით ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება

თავდაცვის ძალებში სპეცტექნიკით ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში სპეცტექნიკით ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს.

“თავდაცვის უწყებამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული ნატოს სტანდარტების, ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა, მათ შორის IVECO-ს ტიპის საწვავმზიდები, მაღალი გამავლობის IVECO-ს და MAN-ის ტიპის სატვირთო ავტომობილები შეისყიდა.

ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი თავდაცვის ძალების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა. ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროცესი გრძელდება და მიღებული სატრანსპორტო საშუალებები გადანაწილდება დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში არსებული გეგმის შესაბამისად",-აცხადებენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო:თავდაცვის ძალებში სპეცტექნიკით ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს