ანდრეი რუდენკო - რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლება დამოკიდებულია ქართული მხარის მიერ იმ პირობების შესრულებაზე, რაც რუსების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების განახლება დამოკიდებულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე, ასევე ქართული მხარის მიერ იმ პირობების შესრულებაზე, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

”რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ცნობილი შეზღუდვების გარდა, ისევ მოქმედებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება „კრიმინალური და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ცალკეული ზომების შესახებ“, წარმოდგენილი 2019 წლის ზაფხულში ქართველი რადიკალების მიერ მოწყობილ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ამ განკარგულების გაუქმების პირობები რუსეთის ოფიციალური პირების მიერ არაერთხელ გაჟღერებულა“, - განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ შეწყვიტა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს