ქედის მუნიციპალიტეტში პარკის რეაბილიტაცია და ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტში პარკის რეაბილიტაცია და ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

“აქტიურ რეჟიმშია ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პარკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიგო ფერადი ქვაფენილები, მოეწყო სათამაშო მოედნები.

მალე დაიწყება პარკის გამწვანება დეკორატიული მცენარეებით. პარკი იქნება სრულად ადაპდირებული შშმ პირებისათვის. დასკვნით ეტაპზეა ქვედა აქუცის საავტომობილო ხიდის მშენებლობა. აქ მცხოვრები ოჯახები ამ დრომდე საცალფეხო ხიდით სარგებლობდნენ. საავტომობილო ხიდი ასევე, ზედა აქუცის, ვაიოსა და კვაშტის სოფლებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა იქნება",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა