ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, „რესპუბლიკური პარტია“ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მზადაა

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

„მე დატოვებული მაქვს განცხადება, განცხადება ძალაშია და ველოდებით როდის შეწყვეტს უფლებამოსილებას „ქართული ოცნება“. ამიტომ მე მათ ვეუბნები, დაარეგისტრიროს კანონპროექტი, რითაც თავს იწონებენ დავარეგისტრირებთო, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ამას არ სჭირდება არავისი შესვლა პარლამენტში. ამ იდეას იზიარებს მთელი ოპოზიცია. დაარეგისტრიროს და ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში. მხოლოდ კანონპროექტის კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას. ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, ეს ნიშნავს კონკრეტულ კანონპროექტზე მხარდაჭერას და კვლავ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენას“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ სახელით მე-10 მოწვევის პარლამენტში მანდატები „რესპუბლიკური პარტიის“ ორმა წევრმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ მიიღეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა