რუსული მედია - ალექსეი ნავალნის მეუღლემ რუსეთი დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა

როგორც რუსული მედია იუწყება, ოპოზიციონერი დაპატიმრებული პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ რუსეთი დატოვა.

გამოცემა „ინტერფაქსი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ იულია ნავალნაია „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან გერმანიის ქალაქ ფრანკფურტისკენ გაფრინდა.

ნავალნაიას გამგზავრების მიზეზი მედიაში არ კონკრეტდება. თავად ნავალნაიას ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

დამატებითი ცნობების მოძიებას „დოიჩე ველე“ შეეცადა, თუმცა გამოცემას არც „დომოდედოვოს“ აეროპორტში და არც ავიაკომპანია Lufthansa-ში ინფორმაცია არ მიაწოდეს. რუსულ მედიასაშუალებებთან ოჯახის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ნავალნაიას რუსეთიდან გამგზავრების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

შეგახსენებთ, არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის მეუღლე 20 000 რუსული რუბლით დააჯარიმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს