მარია ზახაროვა - ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმარი ვერ იქნება, რადგან მას სინდისი არ აქვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა არ ეთანხმება შეფასებას, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმარია და აცხადებს, რომ ნავალნის „სინდისი არ აქვს“.

„მინდა ვთქვა, რომ უცხოური მედია მხარს უჭერდა, ან ჩართული იყო ამ კამპანიაში. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები: Amnesty International -ი, რომელმაც ნავალნის სინდისის პატიმარი უწოდა. ეს უბრალოდ ოქსიმორონია - შეუძლებელია სინდისის პატიმარი უწოდო ადამიანს, რომელსაც სინდისი არ გააჩნია, რადგან ის ცრუობს“, - განაცხადა ზახაროვამ რუსეთის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევის საკითხთა შემსწავლელი დუმის კომისიის სხდომაზე გამოსვლისას.

მისივე შეფასებით, ჩართული ქვეყნების მხრიდან საინფორმაციო რესურსების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მიზნით სხვაგვარად ვერ შეფასდება რუსეთის მხრიდან, თუ არა საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან შეუთავსებლობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო