თეატრ „გლობუსს“ სანდრო მრევლიშვილის სახელი მიენიჭა

10 თებერვალს, გამოჩენილ ქართველ თეატრალურ რეჟისორს, სანდრო მრევლიშვილს, დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრ „გლობუსს“, მისი, როგორც დამფუძნებლის, სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ნფორმაციით, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სანდრო მრევლიშვილის სახელს ქართული თეატრის ისტორიაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება, მან არაერთი თაობა აღზარდა და ოთხი თეატრი დააარსა. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა სრულად გაიზიარა თეატრალური საზოგადოების მოთხოვნა, რომ სანდრო მრევლიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრ „გლობუსს“ მისი სახელი მიენიჭოს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან ეს თეატრი გაათმაგებული პასუხისმგებლობით განაგრძობს იმ შემოქმედებას, რომელსაც სანდრო მრევლიშვილი ეწეოდა მისი ცხოვრების მანძილზე“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

სანდრო მრევლიშვილი 1958 წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1959 წელს გიორგი ტოვსტონოგოვის რჩევით სწავლა განაგრძო ლენინგრადის თეატრალურ აკადემიაში, რომელიც 1963 წელს დაასრულა. 1963-1966 წლებში დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1966-1973 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1973 წელს დააარსა სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრ-სტუდია „მეტეხის თეატრი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 1994 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში. 2004 წელს რეჟისორის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 2014 კვლავ დაინიშნა იგივე „გლობუსის“ სამხატვრო ხელმძღვანელად და აღნიშნულ თანამდებობას, გარდაცვალებამდე იკავებდა.

სანდრო მრევლიშვილს დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი. აღსანიშნავია მისი დრამატურგიული მოღვაწეობაც. მისი პიესების კრებული მოიცავს 11 პიესას. ამასთანავე, ათწლეულების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ის არის ორი სახელმძღვანელოს ავტორი.

სხვადასხვა წლებში სანდრო მრევლიშვილს მიღებული აქვს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ღირსების ორდენი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის ჯილდო, გიორგი ერისთავის სახელობის პრემია და სახელმწიფო პრემია სპექტაკლისთვის “მარტორქები ორკესტრში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა