ათენში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

საბერძნეთის პოლიციამ ათენის ცენტრში მომხდარი არეულობისას მინიმუმ 30 ადამიანი დააკავა. სტუდენტები აქციაზე

განათლების რეფორმის კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელსაც პარლამენტში განიხილავენ.

აქციაზე, სადაც 4 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დედაქალაქის ცენტრში გადაიკეტა რამდენიმე ქუჩა და დაიხურა მეტროსადგური.

საპროტესტო მსვლელობას შეუერთდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, სკოლის პედაგოგთა პროფკავშირები და სხვები, რომლებიც ითხოვენ რამდენიმე დებულება, მათ შორის პოლიციის ყოფნას კამპუსებში, ამოღებულ იქნეს კანონპროექტიდან. აქციის მონაწილეებს ბანერები ეკავათ წარწერებით: „უკან წაიღეთ კანონპროექტი“ და „არა -პოლიციის ყოფნას უნივერსიტეტში“. აქციები პარალელურად სხვა დიდ ქალაქებშიც მოეწყო. განათლების რეფორმის ოპონენტები ამბობენ, რომ საფრთხე ემუქრება აკადემიური თავისუფლების გარანტიებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა