ჰეიკო მაასი - რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები სწორად უნდა იყოს მიმართული კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები სწორად უნდა იყოს მიმართული კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ.

"სასწორზე დევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა. საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და ასევე ჩვენს ღირებულებებს. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მოსკოვისგან მოთხოვნას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ალექსეი ნავალნი და დაკავებული მომიტინგეები. სანქციები მიმართული უნდა იყოს სწორად, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიულ ქმედებებზე“, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც მან გერმანელ კანონმდებლებს განუცხადა, ამ კონტექსტში, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება ჩინეთს რუსეთთან დაახლოებს.

”აბსოლუტურად გასაგები უნდა იყოს, თუ სად მიგვიყვანს ეს გეოსტრატეგიული თვალსაზრისით. ეს უფრო და უფრო დააახლოებს რუსეთსა და ჩინეთს და შექმნის უდიდეს ეკონომიკურ-სამხედრო ალიანსს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს დასავლეთის სტრატეგია ამ დავაში. ამიტომ მე წინააღმდეგი ვარ ამ კონტექსტში რუსეთთან ყველა ხიდის გადაჭრის”, - აღნიშნა მაასმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს