გერმანიაში კარანტინის რეჟიმი 7 მარტამდე გახანგრძლივდა

გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 7 მარტამდე გახანგრძლივდა.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ კანცლერ ანგელა მერკელსა და 16-ვე ფედერალური მიწის პრემიერებს შორის გამართული შეხვედრის დროს მიიღეს.

შენარჩუნებული „ლოქდაუნის“ ფარგლებში დაკეტილი რჩება ბარები, რესტორნები და მაღაზიების უმეტესობა, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულოა, კერძო სახლებში მხოლოდ ერთი სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. ამასთან, 15 მარტამდე, დამსაქმებლებმა თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის ნება უნდა დართონ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ საპარიკმახეროებს 1-ელი მარტიდან, მკაცრი ჰიგიენური ნორმების დაცვით, გახსნის საშუალება მიეცემათ.

რაც შეეხება სკოლებს, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სკოლები და დღის ცენტრები უნდა იყოს "პირველი, რომელიც თანდათან გაიხსნება“, მაგრამ ფედერალურმა მიწებმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ, როგორ და როდის გახსნის მას.

შეგახსენებთ, „ლოქდაუნი“ გერმანიაში ნოემბერში გამოცხადდა, შობის პერიოდში კი ზომები უფრო გამკაცრდა. კარანტინის რეჟიმის ვადა 15 თებერვალს იწურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო, ხელისუფლებაში შიშობენ, რომ ვირუსის ახალმა ვარიანტებმა, შესაძლოა, სიტუაცია შეცვალოს.

იხილეთ ვიდეო: გერმანიაში კარანტინის რეჟიმი 7 მარტამდე გახანგრძლივდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო