ჯო ბაიდენი მიანმარელ გენერლებს სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დაამტკიცა აღმასრულებელი ბრძანება ახალი სანქციების დაწესების შესახებ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მიანმარში მომხდარ სამხედრო გადატრიალებაზე არიან პასუხისმგებლები.

ბაიდენის თქმით, ამ ბრძანებით მის ადმინისტრაციას საშუალება მიეცა, „სამხედრო ლიდერებს, რომლებიც გადატრიალებას ხელმძღვანელობდნენ, მათ ბიზნეს ინტერესებსა და ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ დააკისრონ სანქციები ".

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ვაშინგტონი მიმდინარე კვირის განმავლობაში განსაზღვრავს იმ პირების პირველ წრეს, რომლებსაც სანქციები შეეხებათ, იმისთვის, რომ მიანმარის გენერლებს შეეზღუდოთ წვდომა 1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ფონდზე, რომელიც აშშ-ში ინახება.

„ასევე დავაწესებთ მკაცრ საექსპორტო კონტროლს. გავყინავთ აქტივებს, რომელსაც სარგებელი მოაქვს მიანმარის მთავრობისთვის, თუმცა განვაგრძობთ ჯანდაცვის სფეროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა სფეროების მხარდაჭერას, რომელიც უშუალოდ ბურნელ ხალხს ეხება. მზად ვართ, დამატებითი ზომები მივიღოთ და გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოვუწოდო მათ, რომ შემოგვიერთდნენ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მან მიანმარელ სამხედროებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დემოკრატიული პოლიტიკური ლიდერები და აქტივისტები.

შეგახსენებთ, მიანმარში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები 1-ელ თებერვალს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ, როდესაც არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა