ჯო ბაიდენი სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინელ კოლეგას სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ შეშფოთებულია ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგზე განხორციელებული ზეწოლით, სინძიანის პროვინციაში ადამიანის უფლებების დარღვევით და ტაივანის მიმართ სულ უფრო და უფრო მკაცრი ქმედებების განხორციელებით,“- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა სი ძინპინთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის თავისუფლების შენარჩუნება აშშ-სთვის პრიორიტეტია.

ამასთან, ორმა პრეზიდენტმა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის, კლიმატის ცვლილების საერთო გამოწვევებისა და შეიარაღების ზრდის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა.

ცნობისათვის, ეს აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის გამართული პირველი სატელეფონო კომუნიკაცია იყო მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სი ძინპინს ესაუბრა. Reuters-ი წერს, რომ იმ პერიოდის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ცუდ დონემდე დაეცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო