რიკოთის გვირაბში 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

9,10 და 11 თებერვალს, 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაცია ,,ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია“ - საქართველოს ფილიალს, სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განსახორციელებლად,143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბის წინა სამშენებლო მდგომარეობის შემოწმება ესაჭიროება, რათა მოხდეს ბურღვა-აფეთქების შედეგად გამოწვეული ზემოქმედების შეფასება. რის გამოც, დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ორ ადგილას (აღმოსავლეთის მხრიდან და დასავლეთის მხრიდან) გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ბუქსირების საჭიროებისათვის) მორიგეობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი