სი ძინპინი - ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირება კატასტროფა იქნება ორივე ქვეყნისთვის

ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირება კატასტროფა იქნება ორივე ქვეყნისთვის და მხარეებმა ხელახლა უნდა შექმნან საშუალებები იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ არასწორი მსჯელობები, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თანამშრომლობა ერთადერთი არჩევანია და რომ ორმა ქვეყანამ მათ შორის არსებული სადავო საკითხები კონსტრუქციული გზით უნდა მართოს.

მისივე თქმით, პეკინმა და ვაშინგტონმა უნდა აღადგინონ დიალოგის სხვადასხვა მექანიზმები, რათა გააცნობიერონ ერთმანეთის ზრახვები და თავიდან აიცილონ გაუგებრობები.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები სიფრთხილეს გამოიჩენს ტაივანის, ჰონგ-კონგისა და სინძიანის საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა