Reuters - ათობით ყოფილი „რესპუბლიკელი“ ჩინოვნიკი მესამე პარტიის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს

ათობით ყოფილი რესპუბლიკელი ჩინოვნიკი, რომელიც თვლის, რომ პარტიას არ სურს წინ აღუდგეს ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მის მცდელობებს ძირი გამოუთხაროს აშშ-ის დემოკრატიას, მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის შექმნის ჩამოყალიბების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, დისკუსიებში ყოფილი არჩეული „რესპუბლიკელები“, რონალდ რეიგანის, ჯორჯ ჰ. უ.ბუშის, ჯორჯ უ. ბუშისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციების ყოფილი ჩინოვნიკები, ყოფილი „რესპუბლიკელი“ ელჩები და „რესპუბლიკელი“ სტრატეგები მონაწილეობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გასული კვირის პარასკევს 120-ზე მეტმა მათგანმა Zoom-ში შეხვედრა გამართა. მონაწილეებს შორის იყვნენ ტრამპის მმართველობის პერიოდის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური კონსულტანტი ჯონ მიტნიკი; ყოფილი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჩარლი დენტი და ტრამპის მმართველობის პერიოდის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის აპარატის უფროსის მოადგილე ელიზაბეტ ნეიმანი.

საკითხზე კომენტირებისას დონალდ ტრამპის პრესსპიკერმა ჯეისონ მილერმა განაცხადა, რომ ”ამ დამარცხებულმა ადამიანებმა რესპუბლიკური პარტია დატოვეს მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენს მისცეს ხმა”.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს. ტრამპს იმპიჩმენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 13 იანვარს გამოუცხადა და ის პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. ყოფილ პრეზიდენტს 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში მისი მხარდამჭერების შეჭრის ინციდენტთან დაკავშირებით ამბოხის წაქეზებაში ადანაშაულებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა