ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მოსამზადებელი დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველთან, ჯონ დორბერთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზაზა გახელაძისა და საქართველოს სხვა მოქალაქეების უკანონო დატყვევების ფაქტებზე, რაც ახდენს ვითარების ესკალაციას და იწვევს ადგილზე არსებული სიტუაციის გაუარესებას.

ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესს, რამაც COVID-19-ის პანდემიის დროს უკიდურესად გაამწვავა ადგილზე სიტუაცია. მან აღნიშნა, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად ილახება კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის უფლება, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არსებულ დინამიკაზე, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საგნობრივი განხილვის აუცილებლობას.

ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც სამართლებრივად ადასტურებს რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალში, შესაბამისად, ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე რუსეთის პასუხისმგებლობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება საჭიროებს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა