BBC - ჯანმო მხარს უჭერს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას და აცხადებს, რომ ვაქცინის ორ დოზას შორის გარკვეული პერიოდის დაცვა მის ეფექტურობას ზრდის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენებას მაშინაც კი, როდესაც ქვეყნებში ახალი კორონავირუსის ახალი შტამები ფიქსირდება,- ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანული მაუწყებელი აღნიშნავს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია მხოლოდ ვირუსის მხოლოდ ზოგიერთი ახალი შტამის მიმართ.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ვაქცინა შეიძლება გამოყენებული იყოს 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში, მიუხედავად იმ რჩევებისა, რომლებიც ზოგიერთ ქვეყანაში ხანდაზმულებთან მიმართებით გაიცემა. უწყების ინფორმაციით, ვაქცინის ორ დოზას შორის გარკვეული პერიოდის დაცვა, რაც გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში ხდება, მეტად ეფექტურს ხდის მას. ოქსფორდის ვაქცინა მიიჩნევა „მსოფლიოსთვის გამოყვანილ ვაქცინად“ რადგან იაფია, გათვლილია მასობრივი წარმოებისთვის და სტანდარტულ მაცივრებში ინახება. თუმცა, წინააღმდეგობა გამოიწვია ახალი შტამების მიმართ ნაკლები ეფექტურობის საკითხმა და განსჯის საგნად იქცა ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია მისი გამოყენება ასაკოვან მოსახლეობაში და რა ინტერვალით უნდა მოხდეს მეორე დოზის გაკეთება. დავის საფუძველი ის გახლავთ, რომ ამ ეტაპზე საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც იმუნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობს, უკვე აანალიზებს დროის ჭრილში ვაქცინის შედეგების და ეფექტურობის მტკიცებულებებს. მისი შუალედური რეკომენდაციები ცხადყოფს, რომ ამ ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი საერთო ჯამში 63 პროცენტია“, - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც BBC წერს, სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ცდების საფუძველზე მოპოვებული პირველადი მონაცემებით, ვაქცინა მინიმალურ დაცვას უზრუნველყოფს ახალგაზრდებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე ინფიცირების შემთხვევაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის უფროსი ქეთრინ ობრაიანი აცხადებს, რომ სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევა არასრულია და შესაძლოა, ვაქცინამ მძიმე შემთხვევების პრევენცია მაინც მოახდინოს, ვინაიდან იქ გამოვლენილი ახალი შტამი მუტაციის შედეგად გვერდს უვლის ვაქცინების და წინამორბედი ინფექციების მიმართ გამომუშავებულ იმუნიტეტს.

BBC აღნიშნავს, რომ ოქსფორდელი მეცნიერების მოლოდინით, მათი ვაქცინა სერიოზულ დაავადებას ააცილებს ხალხს და ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში სტაციონარული მკურნალობა მათ არ დასჭირდებათ.

„მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ არ გაიცეს რეკომენდაცია მისი გამოყენებისთვის, თუნდაც იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსის ახალი შტამი ცირკულირებს“, - აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე ალეხანდრო კრავიოტო.

„საფრანგეთისა და გერმანიის გარდა სხვა ქვეყნებშიც ისმის კრიტიკა მონაცემთა არქონის გამო, რითაც ასაკოვან ადამიანებში ვაქცინის ეფექტურობა დადასტურდებოდა და მათ გამოყენებას 65 წელს ზემოთ რეკომენდაციას არ უწევენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 65 წელს ზემოთ მყოფ ასაკოვან პირთა მცირერიცხოვან ჯგუფში ჩატარდა ცდები და სხვა კვლევები, რითაც, ახალგაზრდა პირების მსგავსად, თითქმის იდენტური იმუნური რეაქცია გამოვლინდა და ამდენად ვაქცინის გამოყენება მიზანშეწონილად ჩაითვალა. მეცნიერ-მუშაკები ასევე აცხადებენ, რომ ორ დოზას შორის შუალედი 8-12 კვირა უნდა იყოს, რათა გაიზარდოს მისი ეფექტურობა და მეტი დაცვა იყოს უზრუნველყოფილი. თავიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია იყო, დოზებს შორის ვადა 6 კვირა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ყოფილიყო. ოქსფორდის ვაქცინებზე ჩატარებული ცდების მთავარი მკვლევარი პროფესორი სარა გილბერტი აცხადებდა, რომ „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ თავდაპირველად ოქსფორდის უნივერსიტეტში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყვანილი ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაციის გაცემა შესანიშნავი ამბავია. ეს გადაწყვეტილება გზას უკვალავს ვაქცინის მასშტაბურ გამოყენებას, რათა ხალხი ახალი კორონავირუსისგან იყოს დაცული და პანდემია გაკონტროლდეს“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც BBC წერს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიესალმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან „ოქსფორდ/ასტრა-ზენეკას“ ვაქცინის მხარდაჭერას და დოზებს შორის უფრო ხანგრძლივი ინტერვალის დაცვას.

არსებული მდგომარეობით, გაერთიანებულ სამეფოში 13 მილიონ ადამიანზე მეტის ვაქცინაცია ჩატარდა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ. ბოლო 28 დღის განმავლობაში კვლავ 1001 ადამიანი გარდაიცვალა. გლობალურად 2.3 მილიონ ადამიანზე მეტია გარდაცვლილი არსებული პანდემიის პერიოდში.

https://www.bbc.com/news/health-56011981?fbclid=IwAR2TR08gX5eniN_l7AW1aCJfgpTN3jSpYyIAMb8P14gD-QgvOizivr2TXxw

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა