მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხი მხოლოდ მის ხელშია - თუ დაირღვევა ის ვალდებულებები, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი აქტებით, სავარაუდოდ, პარლამენტს მოუწევს მსჯელობა

ნიკანორ მელია ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ახლა შეუძლია თავისივე ბედი გადაწყვიტოს გადახდით. სამართლის მიმართ დემონსტრაციულად წინააღმდეგობა, არ არის სწორი გამოსავალი და ურთიერთობის ფორმა საქართველოს სახელმწიფოსთან”,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, თუ ვინმე თვლის, რომ მას აქვს ისეთი პრივილეგია, რომ მართლმსაჯულება სხვანაირად გაითვალისწინონ მასთან მიმართებაში, ეს მისი პრობლემაა და არა მართლმსაჯულების.

“ამ წუთას, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხი, მხოლოდ და მხოლოდ მის ხელშია. უპირველესად მისი გადასაწყვეტია, როგორი იქნება მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. რაც შეეხება ამ საკითხიდან სადისკუსიო საკითხად იმის ქცევა, თუ ვინ როგორ აღასრულებს გირაოს შესახებ დადგენილებას, ეს მეორე ხარისხოვანია. პროცედურულად, იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ის ვალდებულებები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი აქტებით, სავარაუდოდ, ჩვენ, პარლამენტს, მოგვიწევს მსჯელობა ამ საკითხების ირგვლივ. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღეს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შერჩევის საკითხი ერთადერთ ადამიანზეა დამოკიდებული და ეს არის თავად ნიკანორ მელია. სასამართლომ განსაჯა აღკვეთის ღონისძიების საკითხი, საპატიმრო იქნება გამოყენებული თუ არასაპატიმრო და გადაწყვიტა, რომ ეს უნდა იყოს არასაპატიმრო და მიანიჭა გირაოს შესაძლებლობა. არ მგონია, რომ თანმიმდევრული იყის ლოგიკა, რომელსაც გვთავაზობს ნიკანორ მელია. თუ ვინმე თვლის, რომ მას აქვს ისეთი პრივილეგია, რომ მართლმსაჯულება საერთოდ სხვანაირად უნდა იყოს გათვალისწინებული მასთან მიმართებაში, ეს მისი პრობლემაა და არა მართლმსაჯულების. სახელმწიფოში, სადაც მოქმედებს სამართალი, ვინმე აძლევდეს თავს უფლებას, რომ საკუთარი შეხედულებრისამებრ განსაზღვროს ეს სამართალი, რასაკვირველია, კატეგორიულად მიუღებელია, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ერთადერთი პირი, ვისაც გადაწყვეტილება ეკუთვნის, მოხვდეს თუ არა პატიმრობაში, ეს არის თავად ნიკანორ მელია. ამ დროს მთელი შემდგომი მსჯელობა აზრს კარგავს”,- განაცხადა სარჯველაძემ.

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის პერსპექტივა, სარჯველაძის თქმით, მოლაპარაკებების ფორმა მთავარი განმსაზღვრელი არ არის.

“ფორმა შეიძლება არ იყოს მთავარი განსაზღვრელი. ამ შემთხვევაში, გაცილებით მაღალია მიზანი, რომ მოლაპარაკება შედგეს. რელევანტურად უნდა იყოს შერჩეული მოლაპარაკების ყველა ის ფორმა, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს საქართველოსთვის მნიშვნელოვან შეთანხმებამდე”,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახადას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა