გიორგი ხელაშვილი - აშშ-ის ახლად არჩეულმა კონგრესმა ხელახლა დააინიცირა საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რაც წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ გზავნილს

აშშ-ის ახლად არჩეულმა კონგრესმა ხელახლა დააინიცირა საქართველოს მხარდამჭერი აქტის რედაქცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, ასევე, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიებში მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და პრაქტიკულად წარმოადგენს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ გზავნილს საქართველოს მოსახლეობისათვის, საქართველოს მთავრობისთვის - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახლად არჩეულმა კონგრესმა ერთ- ერთი თავისი პირველი საგარეო პოლიტიკური განცხადება სწორედ საქართველოსთან მიმართებაში დააინიცირა.

" მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ამ ინიციატივის ინიციატორი არის კონგრესმენი კონოლი, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ყველაზე უფრო ახლო მხარდამჭერია კონგრესში, იმავდროულად კონგრესმენი კონოლი წარმოადგენს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და მეორე მხარდამჭერი რესპუბლიკური პარტიიდან არის კონგრესმენი კინზინგერი, რომელიც ბოლო ხანს ერთ- ერთ ყველაზე გავლენიან კანონმდებლად ჩამოყალიბდა კონგრესში. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ახალი ადმინისტრაცია, ახალი კონგრესი ისევე აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს, მის მთავრობას როგორც წინა ადმინისტრაციები,"- განაცხადა ხელაშვილმა.

დეპუტატი კინზინგერის მანამდე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმარა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვექნება დისკუსია ამ კონგრესმენებთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე პოზიციას იცვლის. რა თქმა უნდა, კინზინგერი ისევე როგორც სხვა კონგრესმენები დარჩებიან საქართველოს მხარდამჭერებად და იმავდროულად ექნებათ კრიტიკული შენიშვნები, ამაში განსაკუთრებული არაფერია,"- აცხადებს ხელაშვილი.

ცნობისათვის, ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს