შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტიორებს მოუწოდებს, კანონით დადგენილი საბაჟო პროცედურები და ვადები დაიცვან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს კანონით დადგენილი საბაჟო პროცედურები და ვადები დაიცვან.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში, გარკვეული პერიოდულობით განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების მფლობელები თავდაპირველად დეკლარირების ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ აღნიშნული შეღავათი გავრცელდა, ასევე, 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე და მათ მფლობელებს განბაჟების ვადა ჯერ 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ 1 მარტამდე გაუხანგრძლივდათ.

მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

პირველი ცვლილება: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4825082?publication=0

მეორე ცვლილება: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4868074?publication=0

საბოლოო ცვლილება: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4966957?publication=0

„ამასთან, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტი ან სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევა 1 მარტამდე უზრუნველყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ზემოთაღნიშნული შეღავათები არ გავრცელდება.

აღსანინავია, რომ 2020 წლის 1 მაისის შემდგომ, საქართველოში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებას აქვს 60 დღიანი დეკლარირების ვადა.

იმპორტიორმა ამ ვადაში უნდა მოახდინოს ავტომობილის იმპორტის რეჟიმში მოქცევა (განბაჟება) ან საბაჟო საწყობში დასაწყობება ან უნდა განახორციელოს რეექსპორტი (სატრანსპორტო საშუალების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მისი საქართველოდან გაყვანის მიზნით, რისთვისაც მას დამატებით ეძლევა 45 კალენდარული დღე).

თუ პირი 60 კალენდარულ დღეში ვერ ახერხებს აღნიშნული ქმედებების განხორციელებას, მას შეუძლია დეკლარირების ვადა კიდევ გაახანგრძლივოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა, ყოველ კალენდარულ დღეზე 5 ლარის გადახდით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადებისგან თავის არიდებისა და არაკანონიერი ქმედებების აღკვეთის მიზნით, რათა არ მოხდეს განსაბაჟებელი სატრანსპორტო საშუალებების დაშლა/დანაწევრება და შემდგომში მისი ავტონაწილებად რეალიზაცია, აუცილებელია განხორციელდეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მკაცრი მონიტორინგი.

„თუ ავტოიმპორტიორი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განახორციელებს შესაბამის ქმედებებს, მას დეკლარირების ვადის დარღვევისთვის დაეკისრება ჯარიმა ყოველ დაგვიანებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა. ამასთან, პირს განესაზღვრება 30 კალენდარული დღე ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენას და შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებას.

თუ პირი მოცემულ ვადაში ვერ/არ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, ავტომანქანა ჩაითვლება უკანონოდ განკარგულად და მის მიმართ, განხორციელდება, როგორც საურავის (ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის) ასევე, ჯარიმის სახით, იმპორტის გადასახდელების 100 პროცენტის ოდენობის თანხის დარიცხვა და გადასახდელების სახით იმპორტის გადასახდელების ოდენობის თანხის დარიცხვა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს დაიცვან კანონით დადგენილი საბაჟო პროცედურები და ვადები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)