დიმიტრი ხუნდაძე - გირაოსთან დაკავშირებით ნიკა მელიას გადაწყვეტილება არის იმ დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილი, რაც “ნაცმოძრაობას” ახასიათებს

უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ნიკა მელიას გადაწყვეტილება გირაოს გადახდასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილია.

როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მელიას გირაოს გადახდას კანონი ავალდებულებს.

ნიკა მელიას არჩევანია გადაიხდის, თუ არ გადაიხდის, მაგრამ კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ მან გადაიხადოს და არ გადახდის შემთხვევაშიც, კანონი არეგულირებს ამას. კანონში რა თქმა უნდა, სახელი და გვარი არ არის, გამონაკლისები ვერ იქნება. ჩვენი პასუხი ამასთან დაკავშირებითაც იქნება კანონისმიერი.

მისი ეს გადაწყვეტილებაც არის იმ დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილი, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” ახასიათებს და მათი მიზანი არის, რომ დესტრუქციული ქმედება მოიყვანონ რეალობაში, ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები და აურზაური შექმნან ქვეყანაში, რაც დაუშვებელია. საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ამას არ დაუშვებს”,- განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახადას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა