კახა კალაძე - სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელიც ძირითადად დაკავებულია დესტრუქციით - არავის გამოუვა რევოლუციის მოწყობა, ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა კანონის ფარგლებში

არავის გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდამჭერებისთვის დაუმორჩილებლობის მოწოდებას.

კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად დესტრუქციითაა დაკავებული.

„ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ამ განცხადებებს ვისმენთ ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ადამიანი, რომელიც ძირითადად დაკავებულია დესტრუქციით და ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაპირისპირება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, დაპირისპირება, ქართველი ხალხის პოლარიზება და ა.შ. ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა კანონის ფარგლებში “, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა, რომ ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი, ცივილიზებულობის ფარგლებში, არა მხოლოდ უფლება, არამედ, მოვალეობაა.

“დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში. თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს მომავალი ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ შევასრულებთ შეზღუდვებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა