მეუფე დავითი - სინოდმა დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით

წმინდა სინოდმა დღეს დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მოაწერა ხელი, - ამის შესახებ აბბა ალავარდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის თემაზე საპატრიარქოს ტელევიზია გადაცემათა ციკლსაც მოამზადებს.

„დავით გარეჯის საკითხი იყო პირველ საკითხად გამოტანილი, რომლის თაობაზეც გვქონდა მოხსენება. მგონია, რომ არ არიან ისეთი ადამიანები მრავლად, რომელთაც ეჭვი ეპარებათ დავით გარეჯის საქართველოსთვის კუთვნილობაზე და თვითონ ამ ქართულ თიბაიდის უდაბნოდ სახელდებული ეკლესია -მონასტრების ქრისტიანულ- ქართული წარმომავლობის შესახებ. სინოდმა ამის თაობაზე იმსჯელა, აღიარა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან ეს თემა აინტერესებს ყველას, სინდომა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით გარეჯის პრობლემატიკასა და ისტორიის უფრო დაწვრილებითი ახსნისთვის“, - განაცხადა მეუფე დავითმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა