ვახტანგ გომელაური - Frontex-თან ხელმოწერილი სამუშაო შეთანხმება იქნება მყარი სამართლებრივი საფუძველი სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის

დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაბრის ლეგერიმ ხელი მოაწერეს ოპერაციული თანამშრომლობის შესახებ ახალ სამუშაო შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებამ ჩაანაცვლა მხარეებს შორის 2008 წელს გაფორმებული დოკუმენტი და განსაზღვრა პარტნიორობის ახალი მიმართულებები.

„უწყებებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია საზღვრის მართვა, არალეგალური მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნული ხორციელდება ინფორმაციისა და ანალიტიკური პროდუქტების გაცვლის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავებთან ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის გზით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, Frontex-თან თანამშრომლობის ასევე მნიშნელოვანი კომპონენტია სამართალდამცველთა გადამზადება და ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელება.

„მიხარია, რომ დღეს ხელმოწერილი სამუშაო შეთანხმება იქნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ჩვენი სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომლის დადებითი შედეგი სცდება ორ ორგანიზაციას შორის არსებულ ურთიერთობას და მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობაში“ , - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Frontex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც ევროკავშირის მთავარ პარტნიორთან, თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ათ წელზე მეტი ხნის წინ, კერძოდ 2008 წელს, Frontex-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ხელმოწერილ იქნა პირველი სამუშაო შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის ეს ახალი ჩარჩო დოკუმენტი მოგვცემს შესაძლებლობას, კოორდინირებული ძალისხმევის გზით მივაღწიოთ უფრო მეტ პროგრესს საზღვრების უსაფრთხოებისა და საერთო გამოწვევებზე რეაგირების კუთხით“, - განაცხადა მან.

ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საკითხების გენერალური დირექტორატის (DG HOME) ხელმძღვანელმა, მონიკ ფარიამ, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მაჩეი პოპოვსკიმ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა