ალექსანდრე ლუკაშენკო ხელისუფლებიდან მისი წასვლის მთავარ პირობად ქვეყანაში მშვიდობას და წესრიგს ასახელებს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მისი ხელისუფლებიდან წასვლის რამდენიმე პირობა არსებობს. როგორც მან ბელარუსის სახალხო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხელისუფლებიდან მისი წასვლის მთავარი პირობაა, რომ „ქვეყანაში იყოს მშვიდობა, წესრიგი, არ იყოს არავითარი საპროტესტო მოქმედებები და ქვეყნის დამხობა, ხოლო აზრი გამოითქვას კანონის ჩარჩოებში“.

მეორე პირობად ლუკაშენკომ დაასახელა, რომ თუკი ქვეყნის ხელისუფლებაში განსხვავებული შეხედულებების მქონე ხალხი მოვა, ამჟამინდელი ხელისუფლების პირებს „თმის ერთი ღერიც არ უნდა ჩამოვარდეთ“.

„ამიტომ მე ვთავაზობ, ბელარუსის სახალხო კრება იქცეს კონსტიტუციურ ორგანოდ. თუკი აღნიშნული სახალხო შეთანხმება დაირღვევა, რომელსაც ჩვენ გავაფორმებთ, მთელი ძალაუფლება სახალხო კრებას გადაეცემა, თუნდაც ჩემს გარეშე. ის გარდამავალ პერიოდში უნდა იქცეს სტაბილიზატორად“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ის ასევე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფალის პოსტის დასუსტება არ შეიძლება. ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ ბელარუსი უნდა დარჩეს საპრეზიდენტო რესპუბლიკად.

„მე კონსტიტუციური რეფორმის მომხრე ვარ. მთელი წლის განმავლობაში, დიალოგის პლატფორმებზე, ყველგან ამას განვიხილავთ. ყოველი ნაბიჯი ცვლილებებისკენ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა დარჩეს საპრეზიდენტო რესპუბლიკად. სწორად გაიგეთ რასაც ახლა ვიტყვი: ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკა ლუკაშენკოს გარეშეც“, - აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა