„ქართული ოცნების“ ოფისთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

ამ წუთებში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც სამართალდამცველებმა სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

"ოცნების" ოფისთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც დღეს ღამით "კომენდანტის საათი" დაარღვიეს, ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით: "სისტემა კლავს!", "ჩვენ არ ვართ კრიმინალები! შეჩერდი ბიძინა!".

მდუმარე აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკით წარწერაც გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, ეს ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება მოქალაქეების საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ცდილობს.

"მკაცრად მოვითხოვთ ამ ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნებას", - აცხადებენ აქტივისტები.

მათ სამართალდამცავებს მოუწოდეს, კანონის ფარგლებში იმოქმედონ და არა შერჩევითი სამართლის. სამოქალაქო აქტივისტებმა ტროტუარზე ასევე დაწერეს:"ქოცების სისტემა კლავს“, „რუსული 9 წელი“, „კობახიძე-გავრილოვი“, „ არჩევნები მოპარულია“, არ შეგარჩენთ!". ადგილზე ამ დროისთვის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" შენობის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გეგმავენ მისვლას. ისინი ამ ფორმით ქობულეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა