ტეხასში 70-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის ტეხასის შტატში ავტოავრიისას მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

„როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ ფორტ-უერთთან, შტატების დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 75-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც „ფოქსნიუსი“ იტყობინება, ავტოავარია მოყინულმა გზამ გამოიწვია. გამოცემა ასევე წერს, რომ ერთმანეთს 70-დან 100-მდე ავტომობილი შეეჯახა, თუმცა მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება. 100-მდე ავტომობილის შეჯახების შესახებ იუწყება „ვაშინგტონ პოსტიც“. გამოცემა NBC წერს, რომ ავტოავარიას 8 ადამიანი ემსხვერპლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს