საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უკვე 25% ე.წ. ბრიტანულ ვარიანტზე მოდის

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივერ ვერანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უკვე 25% ე.წ. ბრიტანულ ვარიანტზე მოდის. მან ასევე აღნიშნა, რომ კვლევა საფრანგეთის მასშტაბით კოვიდით ინფიცირების 17 000 დადებით შემთხვევაზე ჩატარდა და მათგან სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური ვარიანტები 4%-ს და 5%-ს შეადგენდა.

„ამ ორი ვარიანტის საფრანგეთის ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან აცილება შესაძლებელია. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მათი გავრცელების შესაჩერებლად“, - აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში მთავრობა გადახედავს, საჭიროა თუ არა უფრო მკაცრი ზომების მიღება კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად.

იხილეთ ვიდეო:საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უკვე 25% ე.წ. "ბრიტანულ ვარიანტზე" მოდის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა