კრიტიკული შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა შპს „პრემიერში“ (მის: დიღმის მასივი მე-2 კვ, მე-13 კორპ.) სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს,- ამის შესახებ „ინტერპრენსიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. უწყების ცნობით, კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესსექტორს, დაიცვას სურსათის უვნებლობისადმი არსებული კანონის მოთხოვნები, ხოლო მომხმარებელს - დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს და აცნობოს ცხელ ხაზს - 1501.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა