მაშველებმა ვლადიკავკაზის სუპერმარკეტის ნანგრევებიდან დაცვის სამსახურის თანამშრომელი ამოიყვანეს

მაშველებმა ვლადიკავკაზის სუპერმარკეტის ნანგრევებიდან დაცვის სამსახურის თანამშრომელი ცოცხალი ამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, ვლადიკავკაზში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში დღეს დილით ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. აფეთქების დროს სუპერმარკეტი დაკეტილი იყო და მასში მხოლოდ დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა ინციდენტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა