აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 103 306 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 27 390 465-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 3 724 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 475 291-ს მიაღწია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 68 285 575 დოზაა განაწილებული, აქედან მოქალაქეების ასაცრელად 46 390 270 დოზაა გამოყენებული.