ნიკოლოზ სამხარაძე - ნიკა მელიას აქვს თავისუფლება და მშვენიერი შესაძლებლობა იმისა, რომ მომავალი კვირიდან არ წავიდეს ციხეში

ნიკა მელიას აქვს თავისუფლება და მშვენიერი შესაძლებლობა იმისა, რომ მომავალი კვირიდან არ წავიდეს ციხეში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას საქმე წმინდად სამართლებრივი საკითხია და კანონის მიხედვით არის გაწერილი, რა პროცედურები უნდა გაიაროს როგორც პროკურატურამ, ასევე ნიკა მელიამ.

„რაც შეეხება მამუკა მდინარაძის ბრიფინგს, ის განპირობებული იყო მელიას განცხადებით, თითქოს „ქართული ოცნება“ გირაოს გადახდას აპირებს, რაც სრული აბსურდია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას საქმე შეიძლება აწყობდეს საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩინებაში. ასევე შეეცდებიან, საერთაშორისო პარტნიორები დააჯერონ, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერებს დაუსაბუთებელი ბრალდებით დევნიან. ეს არის მათი მთავარი გეგმა და ამოცანა“, - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ გუშინ ბრიფინგიც გამართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, ის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გირაოს გადახდა მისი მხრიდან სირცხვილი და დანაშაული იქნება, რადგან მის წინააღმდეგ „საქმე შეკერილია“. მან ასევე "საქართველოს ბანკს" მიმართა, თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება მისი უფლებების შელახვა.

ნიკა მელიას ბრიფინგის შემდეგ განცხადება გააკეთა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ნიკა მელიას განცხადება კიდევ ერთხელ იყო დადასტურება სიმხდალის და საზოგადოების მოტყუების მცდელობის - "თითქოს აღტკინება და სურვილი გვაქვს, რომ მაინც და მაინც მას გადავუხადოთ გირაო".

შეგახსენებთ, რომ მელიას სასამართლოს მიერ განსაზღვრული 40 000 ლარიანი გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა