არჩილ თალაკვაძე - მე, როგორც პარლამენტის სპიკერი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქალი პოლიტიკოსები გახდნენ კიდევ უფრო ძლიერი მაგალითი სხვა ქალებისთვის

მე, როგორც პარლამენტის სპიკერი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან, გახდნენ კიდევ უფრო ძლიერი მაგალითი სხვა ქალებისთვის, ვისაც სურთ მონაწილეობა, ჩართულობა მმართველობის პროცესში, ვისაც სურთ კონკრეტული ცვლილებები საკუთარი უფლებების და შესაძლებლობების უკეთ რეალიზებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის პროგრესი უნდა შენარჩუნდეს.

„კავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის პარამეტრი. საპარლამენტთაშორისო კავშირი თვალს ადევნებს გლობალურად ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 25,5% გახლავთ. მოგეხსენებათ, საქართველომ გაბედული და დემოკრატიული ნაბიჯები გადადგა, როდესაც შეცვალა საარჩევნო კანონმდებლობა და პოლიტიკურ პარტიებს განუსაზღვრა ვალდებულება თანაბარი მონაწილეობისთვის მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა გახლავთ ის, რომ საქართველოს პარლამენტში ქალთა მონაწილეობა გაიზარდა. მე, როგორც პარლამენტის სპიკერი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომავალში ჩვენ ეს პროგრესი შევინარჩუნოთ და ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან გახდნენ კიდევ უფრო ძლიერი მაგალითი სხვა ქალებისთვის, ვისაც სურთ მონაწილეობა, ჩართულობა მმართველობის პროცესში, ვისაც სურთ კონკრეტული ცვლილებები საკუთარი უფლებების და შესაძლებლობების უკეთ რეალიზებისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა