„არემჯი“ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" წევრი გახდა

კომპანია „არემჯი“ (რიჩ მეტალს გრუპი) "საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში" გაწევრიანდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „არემჯიდან“ აცნობეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" წევრობა. სანამ აქამდე მოვიდოდით გავიარეთ გამოწვევებით და პოზიტიური სიახლეებით დატვირთული რამდენიმე წელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო გარდამტეხი პერიოდი ჩვენი კომპანიისათვის ეკოლოგიის, შრომის უსაფრთხოებისა და გადაიარაღების მიმართულებით. ბოლო 2 წელიწადში შევძელით კომპანიაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის დანერგვა და პანდემიური წლის მიუხედავად, არაერთი საინტერესო და მდგრადი პროექტის წამოწყება. ვფიქრობ, "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ჩვენს ახალ პროექტებს უფრო ახლოს გავაცნობთ სხვა კომპანიებს, რომლებიც თავის მხრივ შემოგვიერთდებიან და გაგვიზიარებენ იმ დიდ გამოცდილებას, რომელიც ამა თუ იმ სფეროში აქვთ. ასეთ რთულ პერიოდში, რომელიც ახლა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია პანდემიის გამო, ვფიქრობ, რომ ბიზნესს სჭირდება ერთად დგომა, მხარდაჭერა და იმ ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლა რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის",- განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახა მჭედლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა