Reuters - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, ბოლო 30 დღეში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 31%-ით შემცირდა

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 10.02 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 214 691-ს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბოლო 30 დღის განმავლობაში რეგიონში ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა წინა 30 დღესთან შედარებით 31%-ით შემცირდა.

რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული რუსეთშია, სადაც შემთხვევების საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულთა რიცხვი კი 79 194-ია.

ყოველ 100 000 მოსახლეზე დაღუპულებისა და დაინფიცირებულების რაოდენობით კი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პირველ ადგილზე ჩეხეთია.

ამასთან, რეგიონის 7 ქვეყანაში: რუსეთში, პოლონეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4.5 დოზაა გამოყენებული. აღნიშნული ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, რუმინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოსახლეობის 4 %-ს აქვს ჩატარებული, პოლონეთში, ჩეხეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში - თითოეულ ქვეყანაში 3 %-ს, რუსეთსა და ბულგარეთში კი - თითო პროცენტს.

იხილეთ ვიდეო:Reuters - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა