გიორგი გახარია ნიკა მელიაზე - ჩემთვის ეს არის იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა

ჩემთვის ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, რაღაც პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადება იმის შესახებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად გირაოს არ გადაიხდის.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის პერსონალური გადაწყვეტილება და ამასთან „ქართულ ოცნებას“ და პროკურატურას არანაირი კავშირი არ აქვს. პრემიერმა ნიკა მელიას განცხადებებს პოპულიზმი და „პოლიტიკური ხულიგნობა“ უწოდა.

„ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, ეს არის სამართალდამცავი სისტემა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს, მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით ან შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულოგნობა, ეს ხომ მისი არჩევანის საკითხია! რა შუაშია აქ ან „ქართული ოცნება“ ან პროკურატურა? ამას ხომ არანაირი კავშირი არ აქვს ამასთან, არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია გირაოს სახით ადამიანი დატოვოს გარეთ და გააგრძელოს მისი ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრება. მისი გადაწყვეტილებაა. ჩემთვის ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, რაღაც პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა, მეტი არაფერი. არასერიოზულია ეს ყველაფერი,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:ჩემთვის ეს არის იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა - პრემიერი ნიკა მელიაზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა