არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ცნობები იმედისმომცემია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ცნობები იმედისმომცემია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები, რომელიც დღეს არის ძალაში გარკვეული თვეების განმავლობაში ალბათ, დარჩება საჭირო, თუმცა, ხელისუფლება იპოვის საუკეთესო ბალანსს რეგულაციების შემსუბუქებას, ეკონომიკის გახსნას, სოციალური ფუნქციების გააქტიურებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებს შორის.

„იმედისმომცემია ცნობები ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ცნობები ვრცელდება საერთაშორისო მედიით, უნდა აღვნიშნოთ, რომ ვაქცინის შემუშავება მეცნიერებმა მოკლე დროში შეძლეს და ახლა დგას მისი დისტრიბუციის და ხელმისაწვდომობის ამოცანა, რაზეც საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მუშაობს. ვფიქრობ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები, რომელიც დღეს არის ძალაში გარკვეული თვეების განმავლობაში ალბათ, დარჩება საჭირო, თუმცა, ვიპოვით საუკეთესო ბალანსს რეგულაციების შემსუბუქებას, ეკონომიკის გახსნას, სოციალური ფუნქციების გააქტიურებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებს შორის. ფაქტი არის ის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველომ შეძლო პირველი, ყველაზე რთული ტალღის შეკავება, ვირუსის გავრცელების შეკავება, მაშინ ცოდნა ძალიან ლიმიტირებული იყო, ახლა გვაქვს გამოცდილება, მტკიცებულებები ჯანდაცვის და საკანონმდებლო სფეროში. საქართველო დღეს ისევე, როგორც განვითარებული მსოფლიო უკეთ არის მომზადებული ამ გამოწვევების წინააღმდეგ. რაც ყველაზე მთავარია, პანდემიასთან ბრძოლაში საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არა მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს, არამედ დაადასტურა გლობალურად ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი - ეს არის საქართველოს საიმედოობა უსაფრთხოების სფეროში. საქართველომ დაადასტურა, რომ ბიოლოგიურ საფრთხეებთანაც შეუძლია გამკლავება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებს ასევე ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრთან საქართველოს უპირატესობაა.

„რომ არა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერა, რომ არა რეფორმები, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ საქართველოში, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებდით გვქონოდა ისეთი ლაბორატორია, როგორიც არის ლუგარი. სწორედ ამ ლაბორატორიაზე აწარმოებდა რუსეთის რბილი ძალა თავდასხმებს, რაც რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ეს ლაბორატორია, ჯანდაცვის სისტემა და თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრთან არის საქართველოს უპირატესობა. ასეთი უპირატესობები მხოლოდ მეგობრობით მოდის, რაც საერთაშორისო თანამშრომლობით იქმნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა