გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა 2020 წელს, რეკორდულად, 9.9%-ით შემცირდა

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო, 2020 წელს 9.9%-ით შემცირდა, რამაც ქვეყანის ეკონომიკა 2013 წლის დონეზე დააბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე დიდი წლიური ვარდნაა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაში წლის ბოლო თვეებში გაუმჯობესების გარკვეული ნიშნები შეინიშნებოდა. მეოთხე კვარტალში მშპ 1% –ით, მესამე კვარტალში კი - რეკორდულად, 16.1%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა მომსახურების, მშენებლობისა და წარმოების სფეროებში, თუმცა ყველა აღნიშნული ინდუსტრია პანდემიის წინა დონეს ჯერ კიდევ ჩამორჩება.

იხილეთ ვიდეო:გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა 2020 წელს, რეკორდულად, 9.9%-ით შემცირდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო