არჩილ თალაკვაძე - ახალ თაობას აქვს  მნიშვნელოვანი სიტყვა სათქმელი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, სწორედ ამიტომ, ინვესტიციას ვდებთ ახალგაზრდებში

პარლმენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალ თაობას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა აქვს სათქმელი, სწორედ ამიტომ, ინვესტიცია ახალგაზრდებში უნდა ჩაიდოს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სტაჟირება გაცნობის, საკუთარი ცოდნისა და უნარების პოტენციური დამსაქმებლებისთვის წარდგენის კარგი შესაძლებლობაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა, მსოფლიო პანდემიასა და პანდემიის პირობებში, შეცვლილ სამუშაო პროცესზეც.

„პანდემიამ შეცვალა მსოფლიო და გამოწვევის წინაშე დააყენა ეკონომიკა, პოლიტიკური სისტემები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა. თქვენ უშუალოდ გახდით მომსწრე, თუ როგორი ადაპტაცია გაიარა საჯარო სამსახურმა პანდემიის დროს საქართველოში, როგორ გახდა ის დისტანციური და როგორ ცდილობს დაბრუნდეს სამუშაო პროცესში. პანდემიამ ისე შეცვალა მსოფლიო, რომ შესაძლოა ის, რაც პანდემიის განმავლობაში იყო საგანგებო, დღეს და ხვალ გახდეს ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი. ბევრი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ დისტანციური სერვისები, თანამშრომლების ისეთი განაწილება, როგორიც პანდემიის დროს იყო, დავალებების აღსრულების ისეთი სისტემა, რასაც ჩვენ პანდემიის დროს ვიყენებდით, შეიძლება, ეს არის ახალი რეალობა. საქართველოს უფლება არ აქვს გაჩერების, საქართველოს უფლება არ აქვს, რომ ჩამორჩეს მოვლენებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სტაჟირებასთან დაკავშირებით, საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებმა სწორედ იმ მომენტში გაიარეს სტაჟირება, როდესაც საქართველოში პოლიტიკა განახლების პროცესშია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა