საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო - მკაცრად მოვუწოდებთ ირანს, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეუსაბამო ნაბიჯები არ გადადგას

საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო ურანის ლითონის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ირანის გადაწყვეტილებას გმობენ და თეირანს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

„მკაცრად მოვუწოდებთ ირანს, შეაჩეროს ეს ქმედებები დაუყოვნებლივ და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ახალი შეუსაბამო ნაბიჯები არ გადადგას. ირანი ძირს უთხრის ბირთვული პროგრამის მიზნების სრულად რეალიზების მიზნით დიპლომატიური ურთიერთობების განახლების შესაძლებლობას,“- ნათქვამია სამი ქვეყნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გუშინ განაცხადა, რომ ირანმა ურანის ლითონის წარმოება დაიწყო. ურანის ლითონს ატომური ბომბის დასამზადებლად იყენებენ. მის წარმოებასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით აკრძალულია. ამიტომ, დასავლეთის ქვეყნები ირანს გამუდმებით აფრთხილებენ, რომ არ განახორციელოს ურანის ლითონის წარმოება, ვინაიდან ეს წინააღმდეგობაში მოდის 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებასთან. ბირთვული შეთანხმება ირანსა და ექვს ქვეყანას შორის (გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) 2015 წელს გაფორმდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა