გერმანიის საგარეო უწყება - სერგეი ლავროვის განცხადებები ნამდვილად დამაბნეველია

გერმანიის საგარეო უწყება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც დღეს რუსეთის მიერ ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტა არ გამორიცხა.

„ჩვენი აზრით, ეს კომენტარები დამაბნეველი და გაუგებარია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა ნათლად გამოკვეთა რუსეთთან ჩვენი უკმაყოფილების წერტილები, მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ დაინტერესებულები ვართ რუსეთთან თანამშრომლობით. ამ მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ეს განცხადებები ნამდვილად დამაბნეველია,“- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს, იმ შემთხვევაში, თუკი ბლოკი სანქციების დაწესებას განაგრძობს. „მზად ვართ, იმ შემთხვევაში თუ კვლავ დავინახავთ, რაც არაერთხელ გვიგრძნია, რომ ზოგიერთ სფეროში გვიწესებენ სანქციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეკონომიკას, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში. დიახ, ჩვენ არ გვინდა მსოფლიო ცხოვრებისაგან იზოლაციაში მოვექცეთ, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის ”, - განაცხადა ლავროვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა