ნიკა მელია - როდემდე შეიძლება პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს დავემორჩილო?! გითხრათ, რომ, ერთის მხრივ, ვებრძვი უსამართლობას, მაგრამ, მეორეს მხრივ, ვემორჩილები უკანონობას?! - ეს ასე ვერ გაგრძელდება

მსგავსი სისულელე არ გაუკეთებიათ, გირაო გადახდილი მაქვს, მაგრამ კვლავ ითხოვენ გადაიხადე გირაოო. როდემდე

შეიძლება პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს დავემორჩილო?! ეს ასე ვერ გაგრძელდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პროკურატურის განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, პროკურატურა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, საქართველოს ისტორიამ იცის, თუ რა მოხდა 2019 წლის 20 ივნისს.

„2019 წლის 20 ივნისი ეს არის თარიღი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგად გვახსოვს. როდესაც 100 წლის შემდეგ ჩვენ არ ვიქნებით და ჩვენი შთამომავლები იქნებიან, მათაც ეცოდინებათ თუ რა მოხდა. საქართველოს ისტორიამ იცის, რა მოხდა 2019 წლის 20 ივნისს.

2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, ოკუპანტი სახელმწიფოს გამორჩეულად აგრესიული წარმომადგენლის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში უდიდესი პატივით მიღებას მოჰყვა ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტი.

ხელისუფლებამ კი ნაცვლად იმისა, რომ ყური ეგდო შეურაცხყოფილი გაბრაზებული ქართველი ხალხის პროტესტისთვის, ქართველ ხალხზე იძალადა, თანაც სასტიკად. ამის შემდეგ, აკეთებს იმას, რაც გაუკეთებია არაერთხელ სხვადასხვა კრიზისის დროს, ყურადღების გადატანის მიზნით შეთხზა ილუზორული სისხლის სამართლის საქმე, მტკიცებულებების გარეშე დაიწყო ძალიან ბევრი ადამიანის დევნა. ერთ-ერთი ვიყავი მე“,-აცხადებს ნიკა მელია.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, ის არის პირველი ბრალდებული, რომელსაც გირაოსთან ერთად, სამაჯურის ტარების ვალდებულებაც დაეკისრა.

„ვარ პირველი ბრალდებული საქართველოს ისტორიაში, რომელსაც გირაოსთან ერთად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფარგლებში, დაეკისრა დამატებითი სასჯელის სახით სამაჯურის ტარების ვალდებულება. აქამდე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა.

პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით აუკრძალეს საჯარო სივრცეებში ლაპარაკი და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სიტყვის წარმოთქმის უფლება ჩამომართვეს. პირველი ბრალდებული ვარ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მსგავსი სისულელე არ გაუკეთებიათ, როდესაც გირაო გადახდილი მაქვს, მაგრამ კვლავ ითხოვენ გადაიხადე გირაოო. ამ ყველაფრის მიუხედავად, 2019 წლის აგვისტოს თვეში, მე პირველად გადავიხადე გირაო 30 ათასი ლარის სახით, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავდი საქმის ფაბრიკაცია ხდებოდა. ჩემო მეგობრებო, როდემდე შეიძლება პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს დავემორჩილო?! გითხრათ, რომ, ერთის მხრივ, ვებრძვი უსამართლობას, მაგრამ, მეორეს მხრივ, ვემორჩილები უკანონობას?! ეს ასე ვერ გაგრძელდება“,-აცხადებს ნიკა მელია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)