გიგი უგულავა -  პარტიის განახლებისთვის მინიმუმ აუცილებელი პირობაა სამივე ჩვენგანის პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევა -  გიგა ბოკერიას განსხვავებული აზრი აქვს

მე არანაირი ამბიცია და პრეტენზია არ მაქვს პოსტბიძინურ ეპოქაში რაიმე თანამდებობაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიგი უგულავა აცხადებს, დღეს პრიორიტეტულია იქნება თუ არა ოპოზიციის ერთობა.

„მე აქტიურად ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას. გარდა პარტიული ვალდებულებებისა, მე მაქვს ძალიან ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება, ჩემ თავს ვხედავ საერთო ოპოზიციური პლატფორმის და ამ ყველაფრის კოორდინაციის წვლილის შეტანაში, თუნდაც, წყლის დასხმაში, კულტივაციაში, საერთო ოპოზიციური გეგმის შემუშავებაში და მათ შორის დაპირისპირების შემთხვევაში, მაგიდის მომრგვალების. ეს ის საქმეა, რასაც ნოემბრიდან მოყოლებული ჩემი დროის 80%-ს ვუთმობ. ვფიქრობ, ჩემი სხვა პარტიის კოლეგების მხარდაჭერით, ამ საქმეს ერთად შევძლებთ“,-განაცხადა უგულავამ.

როგორც ის დასძენს, მას არანაირი პარტიული თანამდებობა არ ექნება.

„ვფიქრობ, რომ პარტიას განახლება სჭირდება. განახლებისთვის მინიმუმ აუცილებელი პირობაა სამივე ჩვენგანის პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევა. ეს მიმაჩნია პირველ, ფუნდამენტურ, შეიძლება არასაკმარის, მაგრამ აუცილებელ წინაპირობად იმისთვის, რომ პარტია განახლდეს, შევიდეს სხვადასხვა კოალიციურ ურთიერთობებში. ჩემი პერსონალური გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმით, რომ მე არანაირი ამბიცია და პრეტენზია არ მაქვს პოსტბიძინურ ეპოქაში რაიმე თანამდებობაზე. ჩემი ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ამ საზიზღარი, უკვე ძირდამპალი და სრულიად მავნებელი რეჟიმის დასრულება, რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ, რა თქმა უნდა, საარჩევნო გზით. ამიტომ, ამას ძალიან დიდი საერთო ოპოზიციური ძალისხმევა სჭირდება.

ვაპირებ სწორედ აქ შევიტანო ჩემი წვლილი. ჩემი აზრით, თუ არ მოხდება სრული განახლება (ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, 3 ადამიანი უნდა გაიწიოს) მაშინ ვერ ვხედავ განახლების შანსს, მე ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან განსხვავებული პოზიციებია სწორედ აქ. მე აღარ ვიყრი გენერალური მდივნის თანამდებობაზე შემდეგ ყრილობაზე პოსტს. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მე აღარ ვიქნები გენერალური მდივანი და არ მეჭირება ამ პარტიაში არანაირი აღმასრულებელი თანამდებობა. ჩემი გაკეთებული განცხადება იქნება ჩემი და მე ძირითადად ვისაუბრებ საერთო ოპოზიციურ საკითხებზე, პარტიულ საკითხეზე საუბარს დავუთმობ იმ ადამიანს, ვისაც პარტია აირჩევს. თუ სამიდან ერთს განსხვავებული გადაწყვეტილება ექნება, ეს მე პარტიისთვის ძალიან ცუდად მიმაჩნია იმიტომ, რომ პარტიას განახლება სჭირდება და არა ერთის ორით ჩანაცვლება. რა თქმა უნდა, გიგა ბოკერიაზე ვსაუბრობ. მას განსხვავებული აზრი აქვს“,-განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, გიგი უგულავა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს. როგორც მან აღნიშნა, პარტიის მომავალ ყრილობაზე აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა