ინდოეთში პიროტექნიკის ქარხანაში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ტამილნადუს შტატში მდებარე პიროტექნიკის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რასაც სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მინიმუმ 15 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან რამდენიმეს ძლიერი ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია, რასაც შემდეგ კიდევ აფეთქებების სერია მოჰყვა. ვარაუდობენ, რომ აფეთქება ქიმიკატების შერევის პროცესში მოხდა. ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მომხდარს სამწუხარო ფაქტი უწოდა და გარდაცვლილთათვის კომპენსაციის გაცემის განკარგულება გასცა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს