რუსეთის საგარეო უწყება - მოსკოვი მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობის გასაწყვეტად, თუკი ეს წარიმართება ევროკავშირის ინიციატივით

მოსკოვი მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობის გასაწყვეტად, თუკი ეს წარიმართება ევროკავშირის ინიციატივით, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„ჩვენი მხრიდან დაჟინებით მოვუწოდებთ ევროკავშირს თანაბარუფლებიანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობისკენ, რის შესახებაც განაცხადა სერგეი ლავროვმა“, - განაცხადეს სამინისტროში.

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, ურთიერთობის გაწყვეტა - ეს არ არის რუსეთის არჩევანი და მოსკოვში ურჩევნიათ ბრიუსელთან ურთიერთობების განვითარება, რის შესახებაც არაერთხელ ითქვა.

„ჩვენ რამდენჯერ მოვიყვანეთ სხვადასხვა არგუმენტი ამ ურთიერთმოქმედებების სასარგებლოდ, რომელიც შესაძლებელი იყო განვითარებულიყო ევროკავშირის გაერთიანებასთან, ევროკავშირის წევრებთან ორმხრივ საფუძველზეც მსოფლიო პრობლემების გადასაწყვეტად. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ გვესმის აგრესიული რიტორიკა“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს, იმ შემთხვევაში, თუკი ბლოკი სანქციების დაწესებას განაგრძობს.

„მზად ვართ, იმ შემთხვევაში თუ კვლავ დავინახავთ, რაც არაერთხელ გვიგრძნია, რომ ზოგიერთ სფეროში გვიწესებენ სანქციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეკონომიკას, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში. დიახ, ჩვენ არ გვინდა მსოფლიო ცხოვრებისაგან იზოლაციაში მოვექცეთ, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის ”, - განაცხადა ლავროვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო